ვაკანსია - მოწვეული ლექტორი პედიატრიის მიმართულებით მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლაში
სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი “აცხადებს ვაკანსიას მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლაში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე პედიატრიის მიმართულებით
რატომ დასაქმება „ბაუში“?
ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
· სააუდიტორიო მუშაობა - სალექციო, ლაბორატორიული, პრაქტიკული, სემინარი, სწავლება სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში (კლინიკურ ბაზებზე კლინიკური პრაქტიკის ჩატარება) სემესტრული დატვირთვის ცხრილის შესაბამისად;
· კონსულტაციები: მინიმუმ 1 სთ კვირაში შუალედური და დასკვნითი გამოცდების წინ, და შემდეგ (მინიმუმ თითო საათი თითოეულზე);
· შუალედური, დასკვნითი და გადაბარების გამოცდების მასალების (ტესტები, ბილეთის საკითხები, ქეისები, OSCE და OSPE ქეისები და სხვა.) მომზადება და რეგულარული განახლება;
· PBL ინტეგრირებული ქეისების მომზადება;
· საგამოცდო წერითი ნაშრომების შემოწმება-შეფასება ან/და ზეპირი გამოცდების, OSCE და OSPE შეფასება.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
სამუშაო ადგილი: ბათუმი.
საათობრივი ანაზღაურება: დოქტორის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში 50 ლარი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე, მხოლოდ დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის შემთხვევაში 40 ლარი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე. ასევე, ანაზღაურდება ბათუმში მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge :
ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილებით,
საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების გამოცდილებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების გამოცდილებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულებით, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).
ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტების არ არსებობის შემთხვევაში ადგილზე ჩატარებული ენის დონის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარება.
· კლინიკური მიმართულებებისთვის საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლების შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი;
· კლინიკური მიმართულებებისთვის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი სულ მცირე ბოლო 3 წლის გათვალისწინებით;
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ კონკრეტული მიმართულება ან მიმართულებები, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2023 წლის 17 ოქტომბერი.
დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო ტელ. +995 577063377; ელ-ფოსტა: hr@bauinternational.edu.ge