რეგისტრაცია

ვაკანსია სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის პოზიციაზე

ვაკანსია სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის პოზიციაზე

სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

 

რატომ დასაქმება „ბაუში“?

  • ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში;
  • ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა;
  • ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე.

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:

  • მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციული, სასწავლო და სამეცნიერო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში დეკანის დახმარება;
  • სასწავლო ცხრილების შედგენა და მასში ცვლილებების შეტანა;
  • სასწავლო პროცესის სასწავლო ცხრილის შესაბამისად წარმართვის მონიტორინგი;
  • პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მომზადება;
  • აკადემიურ რეგისტრაციის მონიტორინგი ელექტრონული მართვის სისტემაში;
  • აკადემიური მოსწრების შედეგების, საგამოცდო უწყისებისა და სასწავლო ბარათების ელექტრონული მართვის სისტემაში დროულად ასახვის მონიტორინგი;
  • სასწავლო ბარათების ოფიციალური ფორმით გაცემა;
  • დიპლომის დანართების მომზადება (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით) და გაცემა;
  • კლინიკურ ბაზებზე სტუდენტების გადანაწილება, ლოგბუკების მომზადება  და როტაციების  მიმდინარეობის  მონიტორინგი;
  • პედაგოგების მიერ ჩატარებული საათების აღიცხვა და მონიტორინგი (ამ ეტაპზე ხელფასების დათვლა);
  • სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს სასწავლო პროცესის მენეჯერის საქმიანობის მიზნებიდან.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

  • უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე  ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.

 

დამატებითი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციასთან შეგუება და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
  • არაკონფლიქტურობა;
  • საიმედოობა.

 

სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)

სამუშაო განაკვეთი: სრული

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურება: 800 ლარი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2023 წლის 26 მარტი