ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ახალ შენობაში კარგად აღჭურვილი აუდიტორიებით, კომპიუტერული კლასებით, სასწავლო ლაბორატორიებითა და ბიბლიოთეკით.
საბაზისო დისციპლინებში ლექციები და ჯგუფური სამუშაოები ტარდება შესაბამისად აღჭურვილ საკლასო ოთახებში, ლაბორატორიებში (ფიზიოლოგიის, ანატომიის, ბიოქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიის, იმუნოლოგიის და მიკრობიოლოგიის). ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია აღჭურვილია კომპანია "Leica"-ს მიკროსკოპებით (სტუდენტების ინდივიდუალური გამოყენებისთვის), ბიოუსაფრთხოების BSC B2 დონის კაბინეტით და სხვა ხელსაწყო-აპარატურით და დაგეგმილი ბიოუსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით. მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია აღჭურვილია PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) აპარატურით და ყველა საჭირო ინსტრუმენტით. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისათვის (PBL) გამოიყენება მცირე ჯგუფებზე გათვლილი პბლ-აუდიტორიები, რომლებიც აღჭურვილია მრგვალი სადისკუსიო მაგიდებით, ირგვლივი დაფებით და მულტიმედია ტექნოლოგიებით.
სწავლება სიმულაციურ გარემოში მიმდინარეობს უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, რომელიც აღჭურვილია მულტიფუნქციური, მრავალფეროვანი სასწავლო მოდელებით და სიმულატორული მულაჟებით და გვამებისათვის განკუთვნილ ანატომიურ თეატრში (ლაბორატორიაში).ანატომიის აუდიტორია აღჭურვილია თანამედროვე მოდელებით, რომლებიც აუცილებელია მაკრომორფოლოგიის შესასწავლად
შენობა აღჭურვილია ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერებით. გარდა ამისა, სტუდენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ სწრაფი უკაბელო ინტერნეტით. უნივერსიტეტს გააჩნია მდიდარი ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი ახლდება ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში. ასევე, სტუდენტები ისარგებლებენ ქ. სტამბულის ბაჰჩეშირის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკით. კლინიკური როტაციები და კლინიკური პრაქტიკა ჩატარდება უნივერსიტეტის აფილირებულ და საბაზო კლინიკებში.
ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც იყენებს კარგად აღჭურვილ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ჰყავს მაღალკვალიფიციური პერსონალი და მუდმივად იზიარებს ბაუ-ს ქსელის უნივერსიტეტების საერთაშორისო გამოცდილებას (რომელიც ბაუ გლობალის უნივერსიტეტების ქსელის ინდივიდუალური არჩევითი კურსების ან მოდულების არჩევის საშუალებას იძლევა).