ახალი სასწავლო წლის დაწყება

02, ნოემბერი 2019

ახალი სასწავლო წელი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში 28 ოქტომბერს ახალ კამპუსში დაიწყო. სტუდენტებს სწავლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა და დეკანმა მიულოცეს. მათ წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვეს.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველწლიურად ირიცხებიან სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე წელს სტუდენტები ჩაირიცხნენ შემდეგი ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, იორდანიის ჰაშემიტური სამეფო, ტუნისი, თურქეთის რესპუბლიკა, იემენის რესპუბლიკა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 100% გრანტის მფლობელი, მალხაზ გორაძე წელს ჩვენი პირველკურსელია.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს სწავლის დაწყებას და უსურვებს წარმატებეს!