იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანებება გამოეხმაურა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს Covid 19 –ის გავრცელების საპასუხოდ.
სტატიაში გამახვილებულია ყურადღება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის წევრების რეგულარულ აქტივობებზე.
საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ერთ-ერთი წევრია ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ქ. ლეილა ახვლედიანი, რომელმაც გამართა ონლაინ საჯარო ლექციები თემებზე: ,,ახალი კორონავირუსი (nCOV)-გამოწვევა მსოფლიოსთვის“ და ,,ახალი კორონა ვირუსი და იმუნური მეხსიერება“.
ინგლისურ ენაზე ვრცელი სტატიის წასაკითხად ეწვიეთ ბმულს.