2020 წლის 13-15 აგვისტოს, პირველად საქართველოში, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა ,, Cadaver Workshop“ გაიმართა.
საზაფხულო სკოლის მოკლე კურსი შეიქმნა ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის და აქცენტი ზედა და ქვედა კიდურების კლინიკურ ანატომიურ ასპექტებზე გაკეთდა.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო 15 სტუდენტმა, შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი.
საზაფხულო სკოლის სასწავლო გეგმა ორ ნაწილად დაიყო. კურსი მოიცავდა ლექციას, თემაზე ,,გვამური კვეთა და უსაფრთხოება - ინსტრუმენტები და უსაფრთხოების წესები“, და ასევე გვამის კვეთის პრაქტიკულ სავარჯიშოებს, საგულდაგულოდ დამუშავებული კადავერული მასალის გამოყენებით.
კურსი ჩატარდა ინგლისურ ენაზე. სამდღიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.