სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს კონკურსს კლინიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში, საბაზისო მეცნიერებათა დეპარტამენტსა და სტომატოლოგიის დეპარტამენტში მოწვეული ლექტორის პოზიციისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლება (დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- განსახორციელებელი სასწავლო კურსის შესაბამის დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და კლინიკური გამოცდილება ამავე დარგში (კლინიკური სამედიცინო და სტომატოლოგიური მიმართულებებისთვის);
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა. (ინგლისურ ენაზე სწავლის, სწავლების გამოცდილება ან საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- სწავლებისა და სასწავლო კურსის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
წარსადგენი საბუთები:
- ავტობიოგრაფია - CV;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის;
- უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის (დოქტორთან გათანაბრებული/დოქტორი) დამადასტურებელი დოკუმენტის/ების ასლი;
- პრაქტიკოსი ექიმის შემთხვევაში - კლინიკაში ბოლო ხუთი წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების მიერ, იმ მიმართულებაში, რომელშიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატს;
- დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკტი/ები (მიმართულების სერთიფიკატი);
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებული დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჩამონთვალი ბოლო 10 წლის განმავლობაში;
- მოხსენებების ჩამონათვალი ეროვნულ, საერთაშორისო და/ან ონლაინ კონფერენციებზე ბოლო 10 წლის განმავლობაში;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის სერთიფიკატი (TOEFL (iBT 79); IELTS 6.5 (Acad.); FCE B; YDS 80; Pearson PTE Acad. 78) ან უსდ-ს ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დამადასტურებელი დიპლომი, ან ცნობა უსდ-დან, რომ სასწავლო კურსი მიჰყავდა ინგლისურ ენაზე (კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ ერთი თვე), ან სწავლების საერთაშორისო გამოცდილების დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევში. კონკურსანტები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, გასაუბრებას გაივლიან ინგლისურ ენაზე დარგის სპეციალისტთან) ;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების/ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
- დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტი/ები (ბოლო 10 წლის განმავლობაში) (არსებობის შემთხვევაში);
- სხვა მიღწევების, დამსახურებების, სტიპენდიების, ჯილდოების დამადასტურებელი სერთიფიკატი/ები ქსეროასლები (კონკურსანტის სურვილისამებრ);
- კონკურსანტების მიერ განსახორციელებელი სასწავლო კურსის ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი) ინგლისურ ენაზე. კონკურსანტებს, რომლებიც საკონკურსო ვადაში ვერ წარმოადგენენ სილაბუსს, კომისიის გადაწყვეტილებით მიეცემათ დამატებითი დრო სილაბუსის წარმოსადგენად, გადაწყვეტილების მიღებამდე.
კონკურსის პირობები:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
დოკუმენტების შეფასება;
განსახორციელებელი აქტივობის შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება.
დეტალები საცდელი ლექციის ვადების შესახებ შეთანხმებული იქნება კონკურსანტებთან, რომლებიც გადალახავენ კონკურსის პირველ ეტაპს.
კონკურსის ვადები:
კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 31 აგვისტოდან;
კონკურსით დაინტერესებულთა პირების დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით;
დოკუმენტების შეფასება და კონკურსანტების მიერ საცდელი ლექცია ჩატარდება 2020 წლის 15-30 სექტემბრის პერიოდში;
კონკურსის შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.
კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა წარადგინონ სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@bauinternational.edu.ge 2020 წლის 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით.