სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის მიმართულებით.
ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
- ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავებასა და მის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობის მიღება;
- გაცვლითი და საგრანტო პროექტების მოძიება, განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან დაკავშირება და შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
- უმაღლესი განათლება: სასურველია სოციალური მეცნიერებები/საერთაშორისო ურთიერთობები ან სხვა მონათესავე დარგი
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება: 1000 ლარი (საგადასახადო ვალდებულებების გარეშე).
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2022 წლის 16 სექტემბერი.