რეგისტრაცია

სამეცნიერო ბლოგების კონკურსი ჯანდაცვის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

30, იანვარი 2025

სამეცნიერო ბლოგების კონკურსი ჯანდაცვის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

კონკურსის მიზანია მტკიცებულებების გაზიარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის პოლიტიკისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის დარგის უახლეს მიღწევებზე, სამეცნიერო აღმოჩენებზე, ინოვაციებსა და საქართველოსთვის მათ აქტუალობაზე დისკუსიის ინიცირების ხელშეწყობა სოციალური მედიის სივრცეში.

კონკურსზე წარმოდგენილ ბლოგებს შეაფასებს პროექტის ჟიური ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესაბამისად.

მოთხოვნები სამეცნიერო ბლოგისადმი:

  • უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის თემატიკას;
  • არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული;
  • მოიცავდეს რეფერენსებს და ეფუძნებოდეს სანდო წყაროებს;
  • მოიცავდეს 1000-2000 სიტყვას;
  • იყოს ქართულ ენაზე.

შეფასების კრიტერიუმები:

  • საქართველოსთვის რელევანტური და აქტუალური საკითხი;
  • თანამედროვეობა და/ან ინოვაციურობა;
  • ორიგინალობა და კრეატიულობა;
  • ტექსტის ავთენტურობა, წერის სიცხადე და ხარისხი;
  • მტკიცებულებებისა და წყაროების გამოყენება;
  • დისკუსიის ინიციირების შესაძლებლობა;
  • ინფორმაციის ვიზუალიზაცია.

საპრიზო ფონდი: 8 000 ლარი. ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ავტორები მიიღებენ სხვადასხვა თანრიგის ფულად ჯილდოს.

სპეციალური პრიზი: მკითხველის ყველაზე მოწონებული ბლოგის ავტორისთვის.   

წარდგენის ვადა: 2025 წლის 24 თებერვალი

გამარჯვებულის გამოვლენა2025 წლის 5 მარტი

კონკურსში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას:

  • წარმოაჩინოთ თქვენი გამოცდილება და უნარები, გაიუმჯობესოთ პროფესიული ცნობადობა და გაიფართოოთ კონტაქტები ჯანდაცვის სფეროში.
  • აქციოთ თქვენი სამეცნიერო ნაშრომი (სადიპლომო ნაშრომი, სტატია) ბლოგად;
  • მისწვდეთ აუდიტორიას: ჟიურის მიერ შერჩეული ბლოგები გამოქვეყნდება HealthBridge Hub-ის პლატფორმაზე (LinkedIn) და წარდგენილი იქნება დასაქმების ფორუმის კონფერენციაზე;
  • მიიღოთ ფინანსური წახალისება და სპეციალური პრიზი.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში:

  1. შეუერთდით LinkedIn-ის პლატფორმაზე HealthBridge Hub-ს;
  2. კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგვიგზავნეთ მეილზე:
    • თქვენ მიერ მომზადებული ბლოგი Word-ის დოკუმენტით;
    • ორიგინალური ავტობიოგრაფია/თვითპრეზენტაცია; კონკურსისა და თემის მიმართ პერსონალური ინტერესის დასაბუთება (შესაძლებელია მოკლე ვიდეო).

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მეილი: HealthBridge@iliauni.edu.ge
  • ტელეფონები: 577288890 – ეკა პაატაშვილი; 555187788 – ანა ჩვამანია

კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო ონლაინშეხვედრა გაიმართება 7 თებერვალს. შეხვედრის ბმულის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ აქ: https://bit.ly/3Crwfo0

კონკურსი ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის (BAU) ორგანიზებით.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციური ჯანდაცვაში“ ფარგლებში. კონკურსის მიზანია, წაახალისოს ჯანდაცვის პროფესიონალების სამეცნიერო საქმიანობა, ასევე სტუდენტების/კურსდამთავრებულების და დამსაქმებლების დაახლოება პროფესიონალების გამოცდილების გაზიარებით, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ჯანდაცვის მიმართულებით დასაქმებას/თანამშრომლობას.