რეგისტრაცია

პირველი დარგობრივი დასაქმების კვირეული ჯანდაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით.

06, მარტი 2025

10-16 მარტს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით, მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში, გაიმართება პირველი დარგობრივი დასაქმების კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით.

📍 დაგეგმილია მასტერკლასები და ინტერაქციული საგანმანათლებლო და თანამშრომლობითი შეხვედრები, სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება, კონფერენცია, ჯანდაცვის დარგობრივი კარიერული ფორუმი, რომელზეც კომპანიები გაეცნობიან დასაქმების მაძიებლებს და შესთავაზებენ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მართვის დარგის სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, აკადემიური პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებსა და დამსაქმებლებს საქართველოს მასშტაბით ეძლევათ შეხვედრის შესაძლებლობა ცოდნის გაზიარების, პროფესიული კონტაქტების დამყარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

🔻 კვირეულის ღონისძიებები:
▪️ მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“ 
🔗https://bauinternational.edu.ge/ge/news/628
▪️ მასტერკლასი „ეფექტური თვითპრეზენტაცია და პროფესიული კომუნიკაცია“ 🔗 https://bauinternational.edu.ge/ge/news/626
▪️ ინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის 🔗 https://bauinternational.edu.ge/ge/news/627
▪️ კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები ჯანდაცვის დასაქმების ბაზარზე“ 🔗 https://bauinternational.edu.ge/ge/news/629
▪️ ჯანდაცვის დასაქმების ფორუმი 🔗https://bauinternational.edu.ge/ge/news/630
📅 დრო: 10-16 მარტი
📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1