ბაუ სტამბულის (ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის) სტომატოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა ალთან ვაროლმა, 16 წლის ქართველ პაციენტს Ჩაუტარა Ურთულესი ქირურგიული ოპერაცია და კიდევ Ერთხელ Შეასრულა ექიმის ᲭეᲨმარიტი მისია. მარიამი წარსულში წარუმატებელი ოპერაციების შედეგად ყბის სახსრის შერწყმით გამოწვეული გართულებებისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის წინაშე იდგა.
ქირურგიული ჩარევა პროფესორმა ვაროლმა სრულიად უსასყიდლოდ განახორციელა. ეს მაგალითი მკაფიოდ უსვამს ხაზს BAU Global-ის სამედიცინო საზოგადოების ერთგულებას სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ. აღნიშნულმა ინიციატივამ ფართო გამოხმაურება და საზოგადოებრივი აღიარება მოიპოვა საქართველოში. ამ შესანიშნავი საქმისთვის, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი, ბატონი ჰიქმეთ ილდირიმი, პირადად ეწვია ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტს და პროფესორ დოქტორ ვაროლს მადლობა გადაუხადა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია პროფესორი ვაროლის ლექციები ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.