მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოიპოვა ევროკომისიის დაფინანსება პროექტის - Erasmus+ Capacity Building Project – LEADHEGA, განსახორციელებლად, რომელიც ორიენტირებულია ლიდერობისა და სტრატეგიული მენეჯმენტის გაძლიერებაზე საქართველოში ოპერირებად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო პარტნიორობის ბაზაზე.
გლობალური კონსორციუმი, რომელიც ძირითადად მოიცავს კავკასიის რეგიონს, მიზნად ისახავს ლიდერობის ქსელის შექმნასა და სტრატეგიული მმართველობის ჩარჩოების გაძლიერებას, როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ დონეზე. ყოველივე ეს კი დადებითად აისახება ინსტიტუციური მდგრადობის კომპონენტსა და ინკლუზიურ გარემოზე.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონეზე. ხსენებულ კონტექსტში, აღსანიშნავია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და პარტნიორთა ქსელის როლი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.