მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწვეტილებით ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.
უცხოელი ექსპერტის შეფასებით, პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა შესაბამის კრიტერიუმს, რაც კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური ხარისხისა და სტუდენტებისათვის სამომავლო შესაძლებლობების გაფართოების გარანტიას.
საბუთების მიღების პროცედურების შესახებ ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ მედიას.
ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bauinternational.edu.ge/ge/page/32