29 სექტემბერს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე – „სწავლა და ცხოვრება ახალ კულტურულ სივრცეში“, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიური თერაპევტი და ფსიქოლოგი მარიამ სოხაძე.
სემინარის ფარგლებში განიხილეს უცხო ქვეყანაში სწავლისა და ცხოვრებისას წარმოქმნილი ძირითადი გამოწვევები, მათ შორის ენობრივი ბარიერები, კულტურული განსხვავებები, აკადემიური ადაპტაცია, ნოსტალგიის დაძლევა და სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელობა. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და მიეღოთ რეკომენდაციები, რომლებიც მათ აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაში უფრო მარტივად ადაპტირებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ემოციური გამოწვევების დაძლევის გზებსა და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებს, რაც მრავალფეროვან კულტურულ გარემოში სწავლისა და ცხოვრებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ღონისძიება განხორციელდა სტუდენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა საერთაშორისო სტუდენტების აკადემიური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.