რეგისტრაცია

ტრენინგი: სწავლება-სწავლა, შეფასება და პროფესიონალიზმი სამედიცინო განათლებაში.

10, ნოემბერი 2025

15-16 ნოემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ტარდება ტრენინგი: სწავლება-სწავლა, შეფასება და პროფესიონალიზმი სამედიცინო განათლებაში. ტრენინგის პროგრამა შემუშავებულია ეროვნული მედიცინის დარგობრივი მახასიათებლისა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტების (WFME, AMEE) საფუძველზე.

მისი მიზანია სწავლებისა და შეფასების კომპეტენციების გაძლიერება, თანამედროვე მიდგომების დანერგვა და პროფესიონალიზმის კულტურის გაძლიერება. ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს. ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო კურსის დიზაინზე პასუხისმგებელ და კლინიკური მიმართულების სწავლების განმახორციელებელი პროფესორებისთვის. მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

მსურველებმა 14 ნოემბრის ჩათვლით შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: 

ტრენინგის პროგრამა იხილეთ აქ: