რეგისტრაცია

საერთაშორისო კონფერენცია

17, ნოემბერი 2025

14-15 ნოემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი, დაესწრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო ორდღიან კონფერენციას - „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“.

კონფერენცია აერთიანებდა მსოფლიო წამყვანი კლინიკებისა და აკადემიური ცენტრების წარმომადგენლებს და მიზნად ისახავდა გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის სფეროში თანამედროვე კლინიკური მიდგომების, ინოვაციური პრაქტიკისა და სამეცნიერო მიღწევების გაცვლას. ორ დღიანი პროგრამა მოიცავდა თემატურ სესიებს, პანელურ განხილვებსა და პრაქტიკულ მასტერკლასებს, რომლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სეფსისის მართვის თანამედროვე სტრატეგიებს, რესპირაციული უკმარისობის თერაპიულ მიდგომებს, ინოვაციურ მონიტორინგის ტექნოლოგიებს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კრიტიკული მედიცინის მიმართულებებში.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიესალმება მსგავს საერთაშორისო პლატფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს სამედიცინო განათლების, კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებისა და სამედიცინო განათლების განვითარების ხელშემწყობ ინიციატივებში მონაწილეობას.