რეგისტრაცია

Erasmus+ Capacity Building Project – LEADHEGA

20, ნოემბერი 2025

18–19 ნოემბერს Erasmus+ Capacity Building Project – LEADHEGA- ის ფარგლებში ჩატარდა პარტნიორი უნივერსიტეტების საწყისი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მასპინძლობდა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის საჭიროებების ანალიზზე, სამუშაო პაკეტების მიზნებზე და მათი განხორციელების ეტაპებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტების მმართველობის სისტემების განახლებას, სტრატეგიული დაგეგმვის პრაქტიკებს, თანამედროვე პედაგოგიკური მიდგომების ინტეგრაციასა და ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო გამოცდილებას.

პროექტი LEADHEGA მომდევნო 24 თვის განმავლობაში ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების მმართველობის სისტემების დახვეწას, სტრატეგიული პროცესების გამართულობასა და ლიდერობის კულტურის განვითარებას.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად იქნება ჩართული საპროექტო საქმიანობის ყველა ეტაპზე და გააგრძელებს რეგიონში უმაღლესი განათლების გაძლიერების მხარდაჭერას.