რეგისტრაცია

საჯარო ლექცია თემაზე - „Meet and Motivate a Teacher“.

15, დეკემბერი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, თამუნა დილავეროვამ, ქი ქონსალთინგის ორგანიზებით განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „Meet and Motivate a Teacher“.

ლექცია დაეთმო პედაგოგთა პროფესიული მოტივაციის თანამედროვე მიდგომებს, საგანმანათლებლო პროცესში მასწავლებლის როლის გააზრებასა და იმ პრაქტიკული სტრატეგიების განხილვას, რომლებიც ხელს უწყობს ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, პროფესიული რესურსების გააქტიურებასა და სამუშაო გარემოში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და შიდა მოტივაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება და ემსჯელათ განათლების სფეროში არსებულ აქტუალურ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ქი ქონსალთინგს თანამშრომლობისთვის და შეხვედრის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.