24 დეკემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი, დაესწრო წიგნის „პოლიპრაგნაზია, რაციონალური ფარმაკოთერაპია და პაციენტები 65+; ადამიანი, წამალი და გარემო“ პრეზენტაციას, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა.
ნაშრომის ავტორები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები ლუიზა გაბუნია და ნანა გორგასლიძე. პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იქნა ხანდაზმულ პაციენტებში პოლიფარმაციის, რაციონალური ფარმაკოთერაპიისა და მედიკამენტური მკურნალობის თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებული აქტუალური და პრაქტიკული საკითხები. გამოცემა წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო რესურსს და არსებით წვლილს შეიტანს როგორც აკადემიურ დისკუსიაში, ისე კლინიკურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტების მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ავტორებს აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომის გამოცემას და უსურვებს წარმატებებს შემდგომ კვლევით საქმიანობაში.