რეგისტრაცია

საჯარო ლექცია თემაზე - „აუტიზმი 360°: დაინახე სამყარო ჩემი თვალით“.

26, დეკემბერი 2025

20 დეკემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ბელა ჭურჭელაურმა მაგნუს ბათუმის ენის სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „აუტიზმი 360°: დაინახე სამყარო ჩემი თვალით“.

ლექციის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ აუტიზმის მრავალმხრივი გააზრების შესაძლებლობა, რომელიც წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ პირადი - მშობლის პერსპექტივიდან. აღნიშნულმა მიდგომამ მოსწავლეებს საშუალება მისცა უკეთ გაეგოთ, რას ნიშნავს აუტიზმთან ერთად ცხოვრება ყოველდღიურ რეალობაში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამყაროს აღქმის მრავალფეროვანი გზების წარმოჩენა და ინკლუზიურობის, ურთიერთგაგებისა და პატივისცემის მნიშვნელობის ხაზგასმა როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალურ გარემოში. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობის საკითხებზე. ლექციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ორგანიზაციას „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.