რეგისტრაცია

საერთაშორისო ვიზიტი ინგლისში

17, მარტი 2026

2026 წლის 8-15 მარტს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორები – დარინა მსხალაძე, თეონა ცინცაძე და თამილა დილავეროვა – იმყოფებოდნენ საერთაშორისო ვიზიტით ინგლისში. ვიზიტი განხორციელდა უნივერსიტეტის თანადაფინანსების ფარგლებში და მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებისა და ინოვაციური სწავლების პრაქტიკების ათვისებას.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს ბაქსვუდის სკოლაში ჩატარებულ პროფესიული განვითარების ტრენინგში, რომელიც მოიცავდა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას, გაერთიანებული სამეფოს განათლების სისტემის გაცნობას და საკლასო მენეჯმენტის თანამედროვე სტრატეგიებს. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მსგავსი აქტივობები აძლიერებს აკადემიური პერსონალის პროფესიულ ზრდას, ამდიდრებს მათ გლობალურ ხედვას და ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.