მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის სპეციალობის მეხუთე კურსის სტუდენტმა მარიამ დუმბაძემ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო ევროპის ენდოკრინოლოგიის კონგრესში, რომელიც პრაღაში, ჩეხეთში გაიმართა.
კონგრესის ფარგლებში სტუდენტმა წარადგინა კვლევა თემაზე — “Effects of Exam-Period Lifestyle Changes, Sleep Patterns, and Stress Awareness on Fasting Glucose Levels in Medical Students in Georgia.” აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა შეირჩა და უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება ევროპის ენდოკრინოლოგიის კონგრესის ჟურნალში.
საერთაშორისო სამეცნიერო გარემოში მიღებულმა გამოცდილებამ, პროფესიონალებთან კომუნიკაციამ და იდეების გაცვლამ სტუდენტს მნიშვნელოვანი მოტივაცია მისცა მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს კვლევით საქმიანობასა და სამეცნიერო საზოგადოებაში.