რეგისტრაცია

NeuroCordis კონფერენცია 2026

18, ივნისი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის პროგრამის V კურსის სტუდენტებმა, ტარიქ ელფატეჰ ბუშრამ და სანაბელ დარვიშმა, უნივერსიტეტის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს NeuroCordis Conference 2026-ში, რომელიც 6 ივნისს თბილისში გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა აკადემიურ და პრაქტიკულ აქტივობაში. ტარიქ ელფატეჰ ბუშრამ დებატების კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო სტუდენტთა გუნდმა პოსტერული პრეზენტაციების კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ ნეიროქირურგებისა და სხვა სამედიცინო სპეციალისტების მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო ლექციებს, ასევე მონაწილეობა მიიღეს გულის დისექციის პრაქტიკულ ვორქშოფში, რაც მათთვის მნიშვნელოვანი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება აღმოჩნდა. ვულოცავთ ტარიქ ელფატეჰ ბუშრასა და სანაბელ დარვიშს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მათ მომავალ პროფესიულ და აკადემიურ საქმიანობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან მიღწევებს.