უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის „ბაუ გლობალის“ დამაარსებელი და თავმჯდომარე ენვერ იუჯელი Foedus-ის ფონდმა განათლებაში შეტანილი წვლილის გამო დააჯილოდოვა "სპეციალური ფოედუსის პრიზით".
Foedus-ის ფონდი 2003 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს კულტურის სფეროს მხარდაჭერას და განვითარებისა და სოლიდარობის ხელშეწყობას. წელს დაჯილდოვების ცერემონიალი 2015 წლის 30 ნოემბერს გაიმართა იტალიაში, ქ. რომში. დაჯილდოვების ცერემონიალს უმასპინძლა ფონდის პრეზიდენტმა მარიო ბაჩინიმ, პრეზიდენტის მეუღლემ დიანა ბაჩინიმ და ჟურნალისტმა ლუდოვიკა როსი პურინიმ, რომელიც ახლახან დაინიშნა ამერიკული ფილმების ფესტივალის პრეზიდენტად. დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ მედიის, პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროს 500-მდე წარმომადგენელი. სტამბოლოს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის დამფუძნებელს და ბაუ გლობალის თავმჯდომარეს ენვერ იუჯელს განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო „Foedus-ის სპეციალური პრიზი“ გადასცეს.
დაჯილდოვების ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვის დროს ენვერ იუჯელმა ყურადღება გაამახვილა კულტურათა შორის არსებული კონფლიქტების პრევენციაზე. „მე მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე თურქეთში და ასევე მთელ მსოფლიოში არსებული განათლების სისტემების კვლევასა და სიახლეების დანერგვაში. Foedus-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვება სიამაყის გრძნობით მავსებს. იგი ამავდროულად ნათლად გამოხატავს Foedus-ის ფონდის მიერ განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილ წვლილს. კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე ცივილიზაციის მდგრადობისკენ კულტურისა და განათლების შენახვა-გადაცემას მივყავდით და ახლაც ასე ხდება. აქედან გამომდინარე Foedus-ის ფონდის მიერ ამ მიმართულებით გაწეული შრომა და ღვაწლი ფასდაუდებელია, რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო Foedus ის ფონდს „- განაცხადა ენვერ იუჯელმა სიტყვით გამოსვლის დროს.
საუბრის დროს მან ასევე მიუსამძიმრა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულების ახლობლებს. „სამწუხაროდ თურქეთშიც ხდება მსგავსი არაჰუმანური ქმედებები, რომელსაც ეწირება უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე. ანკარაში ბოლო ტერაქტის დროს დაიღუპა 102 ადამიანი. მე კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებლებს“- გააგრძელა თავისი სიტყვა ენვერ იუჯელმა.
„მე ვგმობ ტერორიზმს და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ტერორისტულ აქტებს არანაირი გამართლება არა აქვს. მსგავსი სახის ბარბაროსული ქმედებები არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას ეხება, არამედ მთელი მსოფლიოს კაცობრიობასა და ღირებულებებს აყენებს ზიანს. მსგავს სიტუაციაში სხვადასხვა რელიგიური, ლინგვისტური და ეროვნული კუთვნილებების ცივილიზაციათა ერთიანობა საუკეთესო პასუხია მსგავს ტერორისტულ აქტებზე“. ენვერ იუჯელმა თავისი სიტყვით გამოსვლა შემდეგნაირად დაასრულა: „კულტურათა შორის კონფლიქტის თავიდან აცილების ერთადერთი გზა კულტურათა შორის მშვიდობის დამყარება და განათლებაა“.