ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დიპლომამდელი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამა („მედიცინა’’) შეესაბამება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) საბაზისო სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების გლობალურ სტანდარტს (Basic Medical Education. WFME Global Standards for Quality Improvement. The 2020 Revision) და ითვალისწინებს უმაღლესი სამედიცინო განათლების ეროვნული დარგობრივი მახასიათებლის განახლებულ მოთხოვნებს. ამის გარდა, პროგრამის განახლებისას გათვალისწინებულ იქნა WFME-ის დისტანციური სწავლების სტანდარტი სამედიცინო განათლებში (Standards for distributed and distance learning in medical education. 2021) და თურქეთის კერძოდ, სტამბულის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამა, რომელიც ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი დაწესებულებაა.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომამდელი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების რუკა წარმოადგენს გენერალური სამედიცინო საბჭოს (Outcomes for graduates. General Medical Council 2018 (updated 2020)) მიერ შემუშავებული სწავლის შედეგების და აქტუალური კომპეტენციების ადაპტირებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოს, სამედიცინო განათლების ეროვნული დარგობრივი მახასიათებლის განახლებულ მოთხოვნების და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამის სწავლის შედეგების გათვალისწინებით.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას კარგ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადებით მედიცინის მიმართულებით, რაც პირდაპირ შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მისიასთან.
პროგრამის სახელი: | მედიცინა |
კვალიფიკაცია: | დიპლომირებული მედიკოსი / Medical Doctor (MD) |
საგანმანათლებლო ერთეული: | მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა |
პროგრამის დონე: | ერთსაფეხურიანი დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება კვალიფიკაციათა ევროპული ჩარჩოს VII დონეს და განათლების მეორე საფეხურს |
სწავლების ენა: | ინგლისური |
პროგრამის ხანგრძლივობა: | 6 აკადემიური წელი |
პროგრამის მოცულობა: | 360 ECTS, 10800 აკადემიური საათი |
აკადემიური დატვირთვა: | საკონტაქტო: 6 099 საათი სავალდებულო სასწავლო კურსებიდან მათ შორის სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში სწავლება: 2 081 საათი Including training in simulation and clinical environment: 2 |
დამოუკიდებელი მუშაობა: | 3,999 საათი |
არჩევითი კურსები: | 120 საათი სტუდენტის საშუალო დღიური აკადემიური დატვირთვა: 7-8 საათი |
ავტორიზებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის N689586 გადაწყვეტილების საფუძველზე
აკრედიტრბულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრეიტაციის საბჭოს 2020 წლის 27 მარტის N58 გადაწყვეტილების საფუძველზე
პროგრამის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური ექიმი ღრმა თეორიული და მტკიცებულებაზე დამყარებული სამეცნიერო ცოდნით, კლინიკური უნარებით, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ხედვით და ლიბერალური ღირებულებებით. გარდა ამისა, პროგრამის მიზანია სტუდენტს დაეხმაროს ეთიკური ღირებულებების, კვლევის და ცოდნის მუდმივად გაღრმავების უნარების ჩამოყალიბებაში, რაც წარმოადგენს განვითარების უმთავრეს საფუძველს მედიკოსისთვის. პროგრამა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულის ინტეგრაციას მსოფლიო საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში.
პროგრამის ამოცანაა ბიოსამედიცინო და მედიცინის კლინიკური დარგების ცოდნითა და კლინიკური აზროვნების და კლინიკური მანიპულაციების ჩატარების უნარებით აღჭშურვილი, მაღალი ჰუმანური ღირებულებებისა და ემპათიის გრძნობით გამსჭვალული წარმატებული ლიდერის და ამავდროულად გუნდის ეფექტური წევრის მომზადება. გარდა ამისა პროგრამის მნიშვნელოვანი ამოცანაა მომავალ ექიმს შესძინოს პროფესიულ სფეროში ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც კოლეგებთან, ასევე პაციენტებთან და პაციენტის ნათესავებთან. პროგრამის ამოცანაა, აგრეთვე, სტუდენტს შესძინოს საკუთარი როლის და პასუხისმგებლობების გაცნობიერების უნარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში რეგიონულ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაბამისი პროფესიული ღირებულებების, ანგარიშვალდებულებისა და კრიტიკული თვითშეფასების ფორმირების უნარი. პროგრამა ორიენტირებულია, სტუდენტს ჩამოუყალიბოს პროფესიული და ეთიკური ღირებულებები, კვლევითი კომპეტენცია და ცოდნის მუდმივად გაღრმავებისადმი სწარფვა, რაც წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს ნებისმიერი სპეციალისტის პროფესიონალიზმის საფუძველს.
ერთსაფეხურიანი დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამა მედიცინა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მისიის განხორციელებას, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განათლების მაღალი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ახალი მეთოდების შეთავაზებით, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და გაუმჯობესებას.
საგანმანათლებლო პროგრამა ,,მედიცინა’’ აგებულია ბიოსამედიცინო კომპონენტების ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ტრანსდისციპლინური ბლოკებით და განგრძობითად მიწოდებული სამედიცინო და არასამედიცინო ძირითადი და არჩევითი სასწავლო კურსებით. პროგრამა დამყარებულია ორგანოთა სისტემების მიხედვით ნორმისა და პათოლოგიის და საბაზისო და კლინიკური საგნების ლოგიკურ და თანმიმდევრულ ინტეგრაციაზე. კურიკულუმი ვითარდება მარტივიდან რთულისაკენ და სასწავლო კურსები დალაგებულია ერთმანეთზე დაშენების პრინციპით, ლოგიკურად აწყობილი წინაპირობების სისტემით.
კლინიკური სასწავლო კურსების უმრავლესობა ტარდება როტაციული სისტემით. ხანგრძლივობა მინიმუმ ერთ- და მაქსიმუმ 6-კვირიანია (დანართი 2 - პროგრამის აკადემიური კალენდარი). პირველი ხუთი სემესტრის თითოეული მოდული მოიცავს სხვადასხვა დისციპლინას (როგორიცაა ანატომია, ფიზიოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, ბიოქიმია, პათოლოგია, რადიოლოგია, ფარმაკოლოგია და ა.შ.), მოდულში არსებული თემები, ან საკითხები (მაგ. ორგანოთა სისტემები) დალაგებულია იმგვარად, რომ სტუდენტები იძენენ თეორიულ ცოდნას კონკრეტული თემის ირგვლივ სხვადასხვა დისციპლინის პერსპექტივიდან. თითოეულ მოდულში განსაზღვრულია საათები კლინიკურ გარემოში სწავლებისათვის და დასაწყისიდანვე ორიენტირებულია კლინიკური კომპეტენციების და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) და კლინიკურ ქეისზე დაფუძნებული სწავლების (CBL) მეთოდები აქტიურად გამოიყენება მთელი პროგრამის განმავლობაში, განსაკუთრებით, კი ინტერდისციპლინურ მოდულებში, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს ინტეგრაციას. აღნიშნული ფორმატი გამორიცხავს ცოდნის დანაწევრებულად მიწოდებას და უზრუნველყოფს დამოუკიდებელი კლინიკური აზროვნების და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას სწავლების ადრეულ ეტაპზე. მოგვიანებით, კლინიკური როტაციების გავლისას ეს მიდგომა ხელს უწყობს სამედიცინო დისციპლინების უკეთ გაგებას. გარდა ამისა, თითოეული სემესტრი უზრუნველყოფს სამედიცინო პრიფესიული კომპეტენციების განვითარებას და გაღრმავებას ცოდნის, უნარების და შეხედულებების ფორმირების კონტექსტში.
პირველი სასწავლო წლის თითოეული მოდული/ბლოკი MED1001-MED1008 მოიცავს სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინას (როგორიცაა ანატომია, ფიზიოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, ბიოქიმია, პათოლოგია, რადიოლოგია, ფარმაკოლოგია და ა.შ.),. მოდულში არსებული საკითხები ორგანოთა სისტემების მიხედვით დალაგებულია იმგვარად, რომ სტუდენტი იძენს თეორიულ ცოდნას კონკრეტული საკითხის ირგვლივ სხვადასხვა ბიო-სამედიცინო დისციპლინის პერსპექტივიდან. გარდა ამისა, ბლოკებში ვერტიკალურად ინტეგრირებულია კლინიკური საკითხებიც, რომელთა აკუმულაცია ხდება PBL ქეისებით. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) და ქეისზე დაფუძნებული სწავლების (CBL) მეთოდები აქტიურად გამოიყენება მთელი პროგრამის განმავლობაში, განსაკუთრებით, MED1001-MED1008, DEN2001 და DEN2003 ინტერდისციპლინურ მოდულებში, რომელიც ზრდის სწავლის პროცესში ინტეგრაციას. ეს ფორმატი აღმოფხვრის ცოდნის დანაწევრების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს დამოუკიდებელი კლინიკური აზროვნების და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას სწავლების ადრეულ ეტაპზე.
სწავლების მეორე წლიდან გათვალისწინებულია ორგანოთა სისტემებზე დამყარებული პათოლოგიური პროცესებისა და ფაქტორების შესწავლა, რომელიც უდევს საფუძვლად დაავადებებს და დაშენდება უკვე არსებულ ცოდნაზე, ხოლო სწავლების მესამე წელს MED3003 ბლოკის ფარგლებში ხდება პათოლოგიური პროცესების არსებულ ცოდნაზე კლინიკური კომპონენტის დაშენება.
მეოთხე სასწავლო წლიდან ზევით საბუნებისმეტყველო საკითხების წილი პირდაპირპროპორხიულად მცირდება კლინიკური საკითხების პარალელურად და ჩაშენებულია კლინიკურ დისციპლინებში.
კომუნიკაციის უნარები პროგრამაში ინტეგრირებულია ვერტიკალურად პირველ სასწავლო წელს სასწავლო კურსები „კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა 1 და 2“ და „ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში 1 და 2“, რომელთა ფარგლებში როლური თამაშები და კონკრეტული შემთხვევების განხილვა სტუდენტს აძლევენ საშუალებას შეისწავლოს სხვადასხვა ტიპის პაციენტთან, კოლეგებთან, პაციენტის ოჯახის წევრებთან როგორც ვერბალური, ასევე წერითი კომუნიკაციის ელემენტები, რაც აუცილებელია სამედიცინო სფეროში ურთიერთობისას. კომუნიკაციისა და ქცევის უნარების დაშენება მეორე სასწავლო წელს ხდება „სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის შესავალი კურსის“ ფარგლებში. მესამე სასწავლო წლიდან „კარგი სამედიცინო პრაქტიკა 1 და 2“ და „პაციენტის ისტორია“ სასწავლო კურსების ფარგლებში უკვე უშუალოდ კლინიკური მიმართულებით კომუნიკაციაზე ორიენტირდება.
გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტი 22 კრედიტის მოცულობით ქართული ენის შესწავლისას, ხოლო ქართველი სტუდენტი გერმანული, ინგლისური ან თურქული ენის შესწავლისას ასევე იღრმავებს კომუნიკაციის უნარს, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, კლინიკური პრაქტიკის დროს პაციენტთან ურთიერთობას.
მესამაე სასწავლო წლიდან ბოლომდე კლინიკური სასწავლო კურსები გარკვეული დოზით უზრუნველყოფენ პაციენტთან და არა მხოლოდ პაციენტთან კომუნიკაციის უნარების გაღრმავებას განმეორებისა და დაშენების პრინციპით.
პროგრამაში 381 საათი ეთმობა სიმულაციურ გარემოში სწავლებას (TSE -სსგ). პროგრამა დასაწყისიდანვე (ჯერ კიდევ პირველი კურსის მოდულებში) ორიენტირებულია კლინიკური პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. სიმულაციურ გარემოში სტუდენტები მუშაობენ გვამზე და ანატომიურ მოდელებზე, ანატომიის და კლინიკური ანატომიის დისციპლინის ფარგლებში ანატომიური მანეკენების და გვამის ლაბორატორიაში. შემდგომ მანეკენებსა და სიმულატორებზე ხდება კლინიკური უნარების დაშენება ,,კარგი სამედიცინო პრაქტიკა 1 და 2’’ კურსების ფარგლებში სწავლება სიმულაციურ გარემოში ფორმატის მეშვეობით OSCE -სა და კლინიკური უნარების ცენტრში. მესამე სემესტრიდან სტუდენტები იწყებენ კლინიკური სასწავლო კურსების შესავალ ნაწილს სადაც ასევე ჩაშენებულია სსგ დიდი დოზით, ხოლო მეოთხე სასწავლო წლიდან ზევით სიმულაციური სწავლება თანდათან იკლებს, თუმცა რჩება ბოლომდე და სრულდება მეექვსე წელს გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსში. სწავლების ეს მეთოდი სრულად ამზადებს სტუდენტს კლინიკურ გარემოში სწავლებისათვის სადაც მას უშუალოდ პაციენტზე მოუწევს სიმულატორებსა და სამედიცინო მანეკენებზე უკვე კარგად გავარჯიშებული უნარების გამოვლენა.
კლინიკური კომპეტენციების განვითარება და პრაქტიკული უნარების ფორმირება ხდება უწყვეტად (TCE-კლინიკურ გარემოში სწავლების ფორმატში) პროგრამის დასაწყისიდან ბოლომდე, ინტეგრირებულია სხვადასხვა სასწავლო კურსებში და მიეწოდება სიცოცხლის შემსწავლელი დისციპლინების პარალელურად. ინტერდისციპლინური ბლოკების კლინიკური კომპონენტები სინქრონიზირებულია თეორიულ საკითხებთან და ჩართულია პროგრამის განხორციელების ადრეულ ეტაპზევე, ანუ სტუდენტი პირველივე სემესტრიდან ახორციელებს კლინიკურ ვიზიტებს, რომლის დროსაც სტუდენტი გარკვეულ დროს ატარებს კლინიკაში კლინიკური გარემოს გასაცნობად და სამედიცინო გუნდში ადაპტირების მიზნით. კლინიკური უნარების შეძენა მომატებული დოზით ხდება ,,კარგი სამედიცინო პრაქტიკა I’’, ,,კარგი სამედიცინო პრაქტიკის II’’-ის და კლინიკური დისციპლინების სწავლების პერიოდში (IV-X სემემსტრების განმავლობაში) როტაციებისა და კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტს, იმუშაოს რეალური პაციენტის საწოლთან პედაგოგის ზედამხედველობის ქვეშ.
მეექვსე წელი სრულად ეთმობა კლინიკურ პრაქტიკას, სადაც სტუდენტს აქვს საშუალება გაათვითცნობიეროს, თუ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული სიმულაციურ გარემოში ათვისებული უნარები კლინიკაში პაციენტზე და დაშვებულის ფარგლებში გაამყაროს ეს უნარები პაციენტთან ურთიერთობისას რეალურ გარემოში, ასევე ზედამხედველობის ქვეშ.
კლინიკურ გარემოში სწავლება (TCE-სკგ) ჩაშენებულია თითქმის ყველა კლინიკურ სასწავლო კურსში და სრულდება კლინიკური პრაქტიკით და ჯამში მოიცავს 1700 საკონტაქტო საათს. კლინიკური სასწავლო კურსების უმრავლესობა ტარდება როტაციული სისტემით. ხანგრძლივობა მინიმუმ ერთ- და მაქსიმუმ 6-კვირიანია.
თანამედროვე ექიმი წარმოუდგენელია სამეცნიერო-კვლევითი უნარების გარეშე. არსებული პროგრამა უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებას სწავლების პირველივე წლიდან ,,კომუნიკაციური უნარების და აკადემიური წერის’’, ,, კვლევის მეთოდოლიგია და ბიოსტატისტიკის’’, ,,ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის’ კურსების მეშვეობით და სრულდება XI-XII სემესტრში "სამეცნიერო პროექტი I და II" ფარგლებში კვლევითი პროექტის შესრულებითა და დაცვით. პროგრამის კვლევითი კომპონენტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ და დაეუფლონ სამეცნიერო კვლევის მეთოდებს, შეეჩვიონ სამეცნიერო წყაროების ეფექტურ გამოყენებას, შეძლონ კვლევის შედეგების გაანალიზება და ეტაპობრივად გააუმჯობესონ კვლევის უნარები.
სტუდენტები სწავლობენ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებს და ინფორმაციის კრიტიკულ ანალიზს ისევე, როგორც კვლევის დაგეგმვას, წარმართვას, დაწერას და წარდგენას. ,,სამეცნიერო პროექტი II’’ სასაწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტმა უნდა შეასრულოს კვლევითი სამუშაო, დაწეროს ნაშრომი და წარუდგინოს აუდიტორიას. სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის და პარტნიორი დაწესებულებების მიერ განხორციელებულ სამეცნიერო აქტივობებში.
კვლევით კომპონენტს პროგრამაში უჭირავს 22 კრედიტი.
დარგობრივი მიმართულებაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები იწყება სწავლების მესამე წლიდან შინაგანი მედიცინის, ქირურგიის, პედიატრიის, გინეკოლოგიის, ნევროლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესავალი ნაწილის სახით. ამ სასწავლო კურსებში სჭარბობს თეორიული ნაწილი და სწავლება სიმულაციურ გარემოში, რომელიც შემდგომ მცირდება კლინიკურ გარემოში სწავლების ხარჯზე ამავე სასწავლო კურსების ძირითად ნაწილში სწავლების მეოთხე წლიდან ბოლომდე. აქ მირებული ცოდნა წარმოადგენს სტუდენტისთვის წინაპირობას შემდეგ სემესტრებში სხვადასხვა სიმძიმის დაავადებების სწორი დიაგნოსტირებისა და შესაბამისი სამკურნალო მანიპულაციების შესასწავლად
ძირითადი სტომატოლოგიური დაავადებების სწავლება პროგრამაში იწყება სწავლების მეოთხე წლიდან. სტუდენტი შეისწავლის პედიატრია I, გინეკოლოგია და მეანობა I, უროლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა I, შინაგანი მედიცინა I, ზოგადი ქირურგია I, საზოგადოებრივი ჯანდაცვა II სასწავლო კურსებს, სადაც ძირითადი ორიენტირი აღებულია კლინიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზე და კლინიკურ გარემოში სწავლებაზე. ამავე წელს სასწავლო კურსი „პაციენტის ისტორია“ აჯამებს ყველა იმ საკითხის ირგვლივ ცოდნას, როგორიცა პაციენტთან ურთიერთობა, ისტორიის შედგენა თუ ფიზიკური გამოკვლევა.
სწავლების მეხუთე წელი სრულად ეთმობა კლინიკურ დისციპლინებს, როგორიცაა: ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ორთოპედია და ტრავმატოლოგია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, გერიატრია, პულმონოლოგია, ენდოკრინოლოგია, სასამართლო მედიცინა, რადიოლოგია, ფსიქიატრია I, დერმატოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ინფექციური დაავადებები, ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია, ოფთალმოლოგია, საოჯახო მედიცინა I, კარდიოლოგია და გულ-სისხლძარღვთა და გულმკერდის ქირურგია. აღნიშნული სასწავლო კურსები მცირე კრედიტებითაა წარმოდგენილი (2-3) და ემსახურება მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით კლინიკური ცოდნისა და უნარების გაღრმავებას.
სწავლების მეექვსე წელს სტუდენტი უმეტეს დროს ატარებს კლინიკაში, გარდა იმ დროისა, რაც ეთმობა არჩევით სასწავლო კურსებს, რომელთა უმრავლესობა ასევე სამედიცინოა.
კოდი | სასწავლო კურსის დასახელება | სავალდებულო | VII სემ | VIII სემ | ECTS | წინაპირობა |
---|---|---|---|---|---|---|
MEDC1003 | კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა I | ს | 4 | არ აქვს | ||
MED1001 | უჯრედის მოლეკულური საფუძვლები | ს | 5 | არ აქვს | ||
MED1003 | უჯრედი, ქსოვილი და ორგანოთა სისტემა | ს | 5 | არ აქვს | ||
MED1005 | ძვალ-კუნთოვანი სისტემა | ს | 7 | არ აქვს | ||
MED1007 | გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა | ს | 7 | არ აქვს | ||
MED1011 | ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში I | ს | 2 | არ აქვს | ||
MEDC1004 | კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა II | ს | 4 | არ აქვს | ||
MED1002 | საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი | ს | 6 | არ აქვს | ||
MED1004 | შარდ-სასქესო სიტემა | ს | 6 | არ აქვს | ||
MED1006 | ნერვული სისტემა | ს | 6 | არ აქვს | ||
MED1008 | გრძნობათა ორგანოები და ენდოკრინული სისტემა | ს | 6 | არ აქვს | ||
MED1012 | ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში II | ს | 2 | არ აქვს | ||
ჯამური ECTS კრედიტი (სავალდებულო კურსები) | 30 | 30 | 60 | |||
ჯამური ECTS კრედიტები (არჩევითი კურსები) | 0 | 0 | 0 | |||
1-ლი წლის ჯამური ECTS | 60 |
კოდი | სასწავლო კურსის დასახელება | სავალდებულო | VII სემ | VIII სემ | ECTS | წინაპირობა |
---|---|---|---|---|---|---|
MED2001 | ქსოვილთა დაზიანება და მასპინძლის პასუხი | ს | 5 | MED1003 | ||
MED2003 | ინფექციური აგენტები და იმუნური თავდაცვის მექანიზმები, იმუნური დისფუნქცია | ს | 5 | MED1008 | ||
MED2005 | ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები | ს | 5 | MED1005 | ||
MED2007 | სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები | ს | 5 | MED1007 | ||
MED2011* | სამედიცინო გენეტიკა I | ს | 2 | არ აქვს | ||
GEO2009* | ქართული ენა I/ უცხო ენა I* | ს | 6 | არ აქვს | ||
MED2002 | ჰემატოლოგია და ონკოლოგია | ს | 5 | MED1007 | ||
MED2004 | საჭმლის მომნელებელი სისტემისა და მეტაბოლიზმის დარღვევები | ს | 5 | MED1002 | ||
MED2006 | ნეირო-ფსიქიატრიული დაავადებები | ს | 5 | MED1006 | ||
MED2008 | ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები | ს | 5 | MED1008 | ||
MED2012 | სამედიცინო გენეტიკა II | ს | 2 | MED2011 | ||
NMED2014 | ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის შესავალი | ს | 2 | არ აქვს | ||
GEO2010* | ქართული ენა II/ უცხო ენა II* | ს | 6 | GEO2009 | ||
ჯამური ECTS კრედიტი (სავალდებულო კურსები) | 28 | 30 | 58 | |||
ჯამური ECTS კრედიტები (არჩევითი კურსები) | 2/6* | 0/6* | 2/12* | |||
მე-2 წლის ჯამური ECTS | 60 |
კოდი | სასწავლო კურსის დასახელება | სავალდებულო | VII სემ | VIII სემ | ECTS | წინაპირობა |
---|---|---|---|---|---|---|
MED3001 | კარგი სამედიცინო პრაქტიკა I | ს | 5 | არ აქვს | ||
MED3003 | საბაზისო მეცნიერებების ინტეგრაცია კლინიკურ მედიცინაში | ს | 6 | MED2001-MED2008 | ||
MED3005 | ჯანდაცვის იურიდიული ასპექტები | ს | 2 | არ აქვს | ||
MED3007 | კვლევის მეთოდოლოგია ბიოსტატისტიკა | ს | 4 | არ აქვს | ||
MED3009 | ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკური მედიცინა | ს | 2 | არ აქვს | ||
MED3004 | შესავალი შინაგან მედიცინაში | ს | 4 | MED2001-MED2008 | ||
GEO3011* | ქართული ენა III* | ს | 5 | GEO2010 | ||
MED3006 | შესავალი ზოგად ქირურგიაში | ს | 4 | MED2001-MED2008 | ||
MED3008 | შესავალი პედიატრიში | ს | 5 | MED2001-MED2008 | ||
MED3010 | შესავალი გინეკოლოგიაში და მეანობაში | ს | 4 | MED2008 | ||
MED3012 | შესავალი ნევროლოგიურ მეცნიერებებში | ს | 5 | MED2006 | ||
MED3020 | შესავალი საზოგადოებრივი ჯანდაცვაში | ს | 2 | MED3004; MED3009 | ||
MED3014 | კარგი სამედიცინო პრაქტიკა II | ს | 5 | MED3001 | ||
GEO3016* | ქართული ენა IV* | ს | 5 | GEO3011 | ||
ჯამური ECTS კრედიტი (სავალდებულო კურსები) | 28 | 30 | 58 | |||
ჯამური ECTS კრედიტები (არჩევითი კურსები) | 2/5* | 0/5* | 24/10* | |||
მე-3 წლის ჯამური ECTS | 60 |
კოდი | სასწავლო კურსის დასახელება | სავალდებულო | VII სემ | VIII სემ | ECTS | წინაპირობა |
---|---|---|---|---|---|---|
MED4001 | პედიატრია I | ს | 9 | MED3008 | ||
MED4003 | გინეკოლოგია და მეანობა I | ს | 8 | MED3010 | ||
MED4005 | უროლოგია | ს | 5 | MED3006 | ||
MED4007 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა I | ს | 4 | MED3020 | ||
MED4002 | შინაგანი მედიცინა I | ს | 9 | MED3004 | ||
MED4004 | ზოგადი ქირურგია I | ს | 8 | MED3006 | ||
MED4006 | პაციენტის ისტორია | ს | 2 | MED3014 | ||
MED4008 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა II | ს | 4 | MED4007 | ||
MED4010 | კლინიკური ფსიქოლოგია | ს | 3 | MED2014 | ||
ჯამური ECTS კრედიტი (სავალდებულო კურსები) | 26 | 26 | 52 | |||
ჯამური ECTS კრედიტები (არჩევითი კურსები) | 4 | 4 | 8 | |||
მე-4 წლის ჯამური ECTS | 60 |
კოდი | სასწავლო კურსის დასახელება | სავალდებულო | IX სემ | X სემ | ECTS | წინაპირობა |
---|---|---|---|---|---|---|
MED5001 | ნევროლოგია | ს | 3 | MED3012 | ||
MED5015 | პლასტიკური ქირურგია | ს | 3 | MED4004 | ||
MED5005 | ორთოპედია და ტრავმატოლოგია | ს | 3 | MED4004 | ||
MED5007 | ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია | ს | 3 | MED4002; MED3012; | ||
MED5009 | გერიატრია | ს | 2 | MED4002 | ||
MED5011 | პულმონოლოგია | ს | 3 | MED4002 | ||
MED5013 | ენდოკრინოლოგია | ს | 4 | MED4002 | ||
MED5017 | სასამართლო მედიცინა | ს | 3 | MED3004;MED3006 | ||
MED5021 | რადიოლოგია | ს | 3 | MED2001-2008 | ||
MED5002 | ფსიქიატრია I | ს | 3 | PSY4010 | ||
MED5004 | დერმატოლოგია | ს | 3 | MED4002 | ||
MED5006 | ოტორინოლარინგოლოგია | ს | 3 | MED4004 | ||
MED5008 | ინფექციური დაავადებები | ს | 3 | MED3004 | ||
MED5010 | ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია | ს | 3 | MED4002; MED4004 | ||
MED5012 | ოფთალმოლოგია | ს | 3 | MED4002; MED4004 | ||
MED5014 | საოჯახო მედიცინა I | ს | 3 | MED3014; MED4002 | ||
MED5018 | კარდიოლოგია | ს | 4 | MED4002 | ||
MED5022 | ლაბორატორიული მედიცინაy | ს | 4 | MED4002 | ||
ჯამური ECTS კრედიტი (სავალდებულო კურსები) | 27 | 28 | 55 | |||
ჯამური ECTS კრედიტები (არჩევითი კურსები) | 3 | 2 | 5 | |||
მე-5 წლის ჯამური ECTS | 60 |
კოდი | სასწავლო კურსის დასახელება | სავალდებულო | IX სემ | X სემ | ECTS | წინაპირობა |
---|---|---|---|---|---|---|
MED6005 | გადაუდებელი მედიცინა | ს | 4 | MED5001; MED4002; MED4004; MED5005; MED3001 | ||
MED6001 | შინაგანი მედიცინა II (კლინიკური პრაქტიკა I 6000a) | ს | 8 | MED4002 | ||
MED6003 | გინეკოლოგია და მეანობა II (კლინიკური პრაქტიკა I 6000a) | ს | 5 | MED4003 | ||
MED6007 | ფსიქიატრია II (კლინიკური პრაქტიკა I 6000a) | ს | 4 | MED5002 | ||
MED6009 | სამეცნიერო ნაშრომი I | ს | 4 | MED3007 | ||
MED6002 | ზოგადი ქირურგია II (კლინიკური პრაქტიკა II 6000b) | ს | 8 | MED4004 | ||
MED6004 | პედიატრია II (კლინიკური პრაქტიკა II 6000b) | ს | 5 | MED4001 | ||
MED6006 | საოჯახო მედიცინა II (კლინიკური პრაქტიკა II 6000b) | ს | 6 | MED6001 | ||
MED6008 | სამეცნიერო ნაშრომი II | ს | 4 | MED6009 | ||
ჯამური ECTS კრედიტი (სავალდებულო კურსები) | 25 | 23 | 48 | |||
ჯამური ECTS კრედიტები (არჩევითი კურსები) | 5 | 7 | 12 | |||
მე-6 წლის ჯამური ECTS | 60 |
პროგრამის XI-XII სემესტრebში გათვალისწინებული კლინიკური პრაქტიკა მოიცავს მედიცინის საკვანძო მიმართულებებს, კერძოდ: გადაუდებელი მედიცინა, შინაგანი მედიცინა, გინეკოლოგია და მეანობა, ფსიქიატრია, ზოგადი ქირურგია, პედიატრია, საოჯახო მედიცინა. აღნიშნული სასწავლო კურსების ფარგლებში ხდება უკვე არსებული თეორიული ცოდნის და სიმულაციურ გარემოში ათვისებული პრაქტიკული უნარების, მეოთხე და მეხუთე სასწავლო წელს სკგ -ს ფორმატში ათვისებული კლინიკური უნარებისა და კლინიკურინ აზროვნების დემონსტრირება და განმტკიცება კლინიკურ გარემოში რეალურ პაციენტთან და სამედიცინო გუნდთან.
პროგრამა, ასევე, ორიენტირებულია პერსონალურ და პროფესიულ განვითარებაზე. ამ თვალსაზრისით სწავლის განმავლობაში სტუდენტის აქტივობები და მიღწევები გროვდება პორტფოლიოში, რომელიც სტუდენტზე ორიენტირებულია და მუდმივი უკუკავშირის მეშვეობით ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას და ახდენს ექიმი-სტომატოლოგის ძირითადი კომპეტენციების, თვითშეფასების და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის უნარის შეფასებას. აღნიშნული ფორმატი იძლევა სტუდენტის მაფორმატირებელი შეფასების საშუალებას და უზრუნველყოფს რეგულარულ უკუკავშირს პედაგოგს და სტუდენტს და ადმინისტრაციასა და სტუდენტს შორის. პორტფოლიო იძლევა საშუალებას დავაკვირდეტ სტუდენტის განვითარებას და პროგრესს.
პორტფოლიო მოიცავს სამ სხვადასხვა მიმართულებას:
1. სტუდენტის კურიკულუმგარეშე აქტივობა, სადაც აისახება სტუდენტის მიღწევები; კონფერენციის, ტრენინგის და სხვა აქტივობის სერთიფიკატები; საუნივერსიტეტო ღონისძიებებში ჩართულობის და დამატებითი კლინიკური აქტივობა.
2. ქეისის წარდგენა - სემესტრში ერთხელ კლინიკური ვიზიტების ან პრაქტიკის დროს ერთი რეალური კლინიკური შემთხვევის შერჩევა, დამუშავება და წარდგენა მენტორის და კომისიის წინაშე.
3. სტუდენტის თვითშეფასება - სემესტრში ერთხელ თვითშეფასება, ასევე შეფასება პედაგოგების, სკოლის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მენტორის მიერ. ტუტორის შემაჯამებელი უკავშირი თვითშეფასებაზე და განვითარების გეგმის დასახვა თითოეული სტუდენტისათვის.
პროგრამა, ძირითადი სასწავლო კურსების გარდა, უზრუნველყოფს დარგობრივ და არადარგობრივ არჩევით კურსებს. სამედიცინო არცევითს პროგრამაში ეთმობა 25 კრედიტი, ხოლო, არასამედიცინო არჩევითს საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში 26 კრედიტი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის 4 კრედიტი, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია 22 კრედიტის სახით შეისწავლოს ქართული ენა, პაციენტთან და კოლეგებთან კომუნიკაციის განხორციელების მიზნით.
პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებს, მისი სავალდებულო სასწავლო კომპონენტების შინარსს, პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებული ეროვნული თუ საერთაშორისო კარგი პრაქტიკის ანალიზის მიგნებებს (მათ შორის გენერალური სამედიცინო საბჭოს მიერ შემუშავებული სწავლის შედეგებს) და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებს დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციასთან მიმართებით.
სწავლის შედეგები და კომპეტენციები
პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტი:
1. განსაზღვრავს (აღწერს) ადამიანის სხეულის ნორმალურ სტრუქტურას და ფუნქციას მოლეკულურიდან სისტემურ დონემდე, დაავადების და ადამიანის სხეულის სტრუქტურის და ფუნქციის ცვლილებების მიზეზებს და მექნიზმებს ფაქტებზე დამყარებული განახლებული ცოდნის შუქზე.
2. აფასებს კლინიკურ შემთხვევას, ნიშნავს გამოკვლევებს, იცის საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული დაავადებები და ინტერპრეტაციას უკეთებს ამ დაავადებების კლინიკურ, ლაბორატორიულ და რადიოლოგიურ მონაცემებს, ახდენს დიფერენციულ დიაგნოსტიკას; სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით ჩამოთვლის მკურნალობის მაღალეფექტურ ვარიანტებს, გააკეთებს მათ შორის არჩევანს და შეძლებს მედიკამენტების გამოწერას.
3. გააჩნია სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ცოდნა, შეუძლია პირველადი დახმარებისა და სარეანიმაციო ღონისძიებების განხორციელება.
4. იცის და იყენებს საექიმო საქმიანობის საკანონმდებლო ინსტრუმენტებს და ეთიკურ პრინციპებს; ამ ცოდნის საფუძველზე ეთიკური კონფლიქტების შემთხვევაში იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს; საქმიანობის პროცესში პატივს სცემს ეთიკის უნივერსალურ წესებს "არა ავნო"-ს, პაციენტის კმაყოფილების, სამართლაინობისა და ავტონომიურობის პრინციპების, გათვალისწინებით; პაციენტთან აქვს ნეიტრალური, არაფორმალური (extrajudiacial) მიდგომა დისკრიმინაციის გარეშე და იყენებს ამ მიდგომას როგორც ეთიკურ პასიხისმგებლობას.
5. შეუძლია პაციენტისათვის კონსულტაციის გაწევა, ახორციელებს ავადმყოფობის ისტორიის (ანამნეზის) სრულ და მიზანმიმართულ შეკრებას და სრულ და დაწვრილებით ფიზიკურ გამოკვლევას.
6. ასრულებს დიაგნოსტიკაში და მკურნალობაში ხშირად გამოყენებად ინტერვენციებს და პრაქტიკულ პროცედურებს, საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართებს პაციენტს შესაბამის სპეციალისტთან.
7. აქვს პაციენტთან, პაციენტის ნათესავებთან და მესამე პირებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარები. იყენებს პაციენტისთვის დაავადების და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გასაგებად მიწოდების და ახსნის, ინფორმირებული თანხმობის და პაციენტის კონფიდენციალობის დაცვის პრინციპებს.
8. ქცევითი და სოციალური მეცნიერებების ბაზისურ ცოდნაზე დაფუძნებით აფასებს პაციენტის დაავადების ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს.
9. ეფექტურად იეყენებს ინფორმაციას და საინფორმაციო ტექნოლგიებს სამედიცინო კონტექსტში; სათანადოდ ხსნის (ახდენს ინტერპრეტაციას) ინფორმაციის წყაროებს, ახდენს ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის დიფერენცირებას, შეუძლია დაგეგმოს და განახორციელოს ორიგინალური სამეცნიერო კვლევა და შეაფასოს მიღებული შედეგები; სრულყოფილად ეუფლება კვლევით მეთოდებს მედიცინაში და თვალს ადევნებს საკუთარ სფეროში სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მიღწევებს.
10. წინასწარ განსაზღვრავს დაავადებისა და ტრავმების რისკებს, აკეთებს ამ რისკების ქვეშ ან დაავადების ადრეულ სტადიაზე მყოფი ინდივიდუმების იდენტიფიკაციას და გაატარებს აუცილებელ ღონისძიებებს; აღიარებს, რომ ექიმის პირველადი პასუხისმგებლობა არის ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა პრევენციისა და განკურნების გზით და შეუძლია აიღოს თანამშრომლობის პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესონალებთან და დაწესებულებებთან ცალკეული პირებისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
11. იყენებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (life long learning) პრინციპს.
12.ახდენს პროფესიონალიზმის დემონსტრირებას.
პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტს:
შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს და დამოუკიდებლად გაანალიზოს რთული, არასრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, მარტივად და გასაგებად აუხსნას პაციენტს და შემდეგ, გამოიყენოს ეს ინფორმაცია საჭიროებისამებრ. შეუძლია კრიტიკულად მიუდგეს ახალ ინფორმაციას, გაანალიზოს, შეაჯამოს, დააინტეგრიროს ის, დასკვნები გააკეთოს და შეძლოს შედეგების ანალიზი შესაბამისი არგუმენტებით.
შეუძლია მოიპოვოს, დაამუშაოს და კრიტიკულად შეაფასოს დიდი მოცულების ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან. აქვს მოპოვებული ინფორმაციის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების უნარი.
შეუძლია ინფორმაციის კრიტიკული მიმოხილვა, რთული პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა, მოსალონდელი შედეგების გათვლა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. იცის და იყენებს დამატებით რესურსებს საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში.
შეუძლია ჯგუფში მუშაობა. აქვს გუნდში მუშაობის, პროფესიული, სუბორდინაციული/ადაპტაციური უნარ-ჩვებები. შეუძლია ამოცანების დასახვა, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, აქტივობების კორდინირება, გუნდის წევრების შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება, კონფლიქტების და ფორსმაჟორული სიტუაციების მართვა.
აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი მინიმალური ან ნულოვანი კონტროლით. აქვს თვითმოტივაცია, შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და კონკრეტულ შედეგებზე დამოუკიდებლად გასვლა. პასუხისმგებელია შესრულებულ სამუშაოზე და შეუძლია მისი ობიექტური შეფასება.
აქვს დაკვირვების, მოსმენის, შეკითხვების დასმის და არავერბალური კომუნიკაციის უნარები. შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებში და გამოხატოს საკუთარი აზრი ზეპირი თუ წერილობითი ფორმით. შეუძლია მოლაპარაკებების წარმართვა პროფესიულ კონტექსტში და კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში მონაწილეობის მიღება.
შეუძლია გამოიყენოს საგანმანათლებლო და საინფორმაციო რესურსები და მართოს საკუთარი სწავლის პროცესი. ესმის უწყვეტი სწავლის პრინციპის და მუდმივი პროფესიული განვითარების აუცილებლობა. აქვს საკუთარი ცოდნის და კომპეტენციების შეფასების უნარი.
აქვს უნარი, რომ გაუმკლავდეს სიახლეებს, ცვლილებებს და გაურკვევლობებს ყოველდღიურ საფუძველზე. ეფექტურად პასუხობს ცვლილებებს. აქვს ახალ ტექნოლოგიებთან ასიმილაციის უნარი.
აქვს დროის მართვის, პრიორიტეტების შერჩევის, ვადების დაცვის და შეთანხმებული სამუშაოს შესრულების უნარი. შეუძლია საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული რესურსების სათანადოდ დაგეგმვა. შეუძლია საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმების ადეკვატურად მართვა.
შეუძლია საკუთარი ცოდნის და უნარების ზღვრის ადეკვატური შეფასება. აქვს საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდვებთან გამკალავების უნარი შესაბამისი ზომების მიღების გზით. აქვს სხვა სპეციალისტების გამოცდილების გაზიარების უნარი. ესმის თვითგანვითარების მნიშვნელოვნება.
აქვს მრავალფეროვანი ღირებულებების და შეხედულებების მქონე პროფესიონალებთან კონსტრუქციულად თანამშრომლობის უნარი. აქვს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი.
აქვს ლიდერობის დემონსტრირების უნარი, როგორც კლინიკურ ასევე სხვა სიტუაციებში. შეუძლია ჯგუფში მუშაობა როგორც ლიდერს. შეუძლია სხვების მოტივირება და შთაგონება. აქვს ადეკვატური უკუკავშირის დამყარების უნარი. შეუძლია შეცდომების აღიარება და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება. ერთგულად ემსახურება დასახულ მიზნებს და ამოცანებს (დანართი 1 - სწავლის შედეგების რუკა).
პროგრამაში გამოყენებული სწავლების მეთოდოლოგია ახდენს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრირებას, პრაქტიკული და კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებას ლაბორატორიულ, სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში.
პროგრამის მიზნების მისაღწევად, შემდეგი მეთოდოლოგია იქნება გამოყენებული:
ლექცია |
შემოქმედებითი პროცესი, რომელშიც თანადროულად არის ჩართული ლექტორი და სტუდენტი. ლექციის მთავარი მიზანი არის ის, რომ გააზრებულ იქნეს სასწავლო კურსის ძირითადი დებულებები. ლექცია შეიძლება იყოს დიდაქტიკური ან ინტერაქტიული. ამის გარდა, უმთავრესია, განმარტებების, მითითებების და ვარაუდების სწორი მიწოდება და ძირითადი საკითხების, ფაქტების და იდეების შემოქმედებითი ანალიზი. ლექცია უზრუნველყოფს საგნის ძირითადი დებულებების მეცნიერულ და ლოგიკურ მიწოდებას, რომელიც არ არის დატვირთული ზედმეტი დეტალებით. ლექცია უზრუნველყოფს მეცნიერებაში არსებულ დიალექტიკური პროცესის ზუსტ ანალიზს და დაფუძნებულია სტუდენტის თავისუფალი აზროვნების უნარზე კონკრეტულ გარემოში, ძირითადი სამეცნიერო პრობლემების და კლინიკური ღირებულების გააზრებაზე. ლექცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს: დემონსტრაციას, დისკუსიას, ინდუქცია, დედუქციას, ანალიზს და სინთეზს. |
სემინარი |
სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი ასრულებს კონკრეტულ აქტივობებს (შეძენილ ცოდნაზე დამყარებული), მოიპოვებს და ამუშავებს დამატებით ინფორმაციას და ა.შ. ის მოიცავს სიტყვით გამოსვლებს, დისკუსიებს, დასკვნებს. |
პრეზენტაცია |
კონკრეტული თემის აუდიტორიისთვის ლიმიტირებულ დროში წარდგენის პროცესი. ის ჩვეულებრივ არის დემონსტრაცია, რომლის მიზანია ინფორმირება, დარწმუნება ან კეთილგანწყობის დამსახურება. ის შეიძლება შესრულებულ იქნეს ინდივიდუალურად, წყვილში ან ჯგუფში. ინტერდისციპლინურ მოდულებში პრეზენტაცია ტარდება ინტეგრირებულად. ეს მეთოდი ხელს უწყობს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და ერთი საკითხის სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში გააზრებას. |
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება – PBL |
სტუდენტთა ჯგუფი (7-10 სტუდენტი) მუშაობს ერთი პრობლემის ირგვლივ ფასილიტატორის ზედამხედველობის ქვეშ. ეფექტური გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანი ნაწილია PBL-ის, ასევე წყაროების დამოუკიდებლად მოძიება, საკუთარი სწავლის მიზნების განსაზღვრა, დამოუკიდებელი სწავლის უნარი და ჯგუფისთვის საკუთარი დასკვნების წარდგენა ეხმარება სტუდენტს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. ეს მეთოდი გამოიყენება სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების დისციპლინებში და ის ამარტივებს ინტერდისციპლინური სამედიცინო ცოდნის კლინიკურ ინტეგრაცის. ეს მეთოდი ასევე ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების უნარის ისევე, როგორც ანალიზის, სინთეზის, გუნდური მუშაობის და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევებს განვითარებას. ამასთანავე, ის ავითარებს თანამშრომლობითი სწავლის/მუშაობის, კლინიკური მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების, სამედიცინო დისკუსიებში მონაწილეობის უნარებს და კოლეგებთან კომუნიკაციას, პროფესიონალიზმს |
ქეისზე დაფუძნებული სწავლება / დისკუსია (CBL, CBD) |
აქტიური მეთოდი, სადაც სტუდენტები კითხულობენ და განიხილავენ კომპლექსურ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ კლინიკურ შემთხვევებს. სტუდენტები მუშაობენ პატარა ჯგუფებში, რომელთა მიზანია თემატური დავალებების მომზადება და კონკრეტული პრობლემების გადაჭრა. ლექტორის ზედამხედველობით სტუდენტები განიხილავენ ქეისს, ახდენენ იდეების გენერირებას გონებრივი იერიშის დროს, სვამენ დიაგნოზს, ნიშნავენ დამატებით გამოკვლევებს და ადგენენ მკურნალობის გეგმას. მეთოდი ავითარებს გუნდური მუშაობის, კლინიკურად მსჯელობის, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ანალიზის და სინთეზის უნარებს. |
ლაბორატორიული სამუშაო |
თეორიული ცოდნის დამოუკიდებლად პრაქტიკულად გამოყენება არაკლინიკურ გარემოში. სტუდენტი მუშაობს მიკროსკოპთან, სხვადასხვა ლაბორატორიულ ხელსაწყო-აპარატურასთან და დამოუკიდებლად ატარებს ცდებს, მუშაობს გვამების კვეთაზე და წერს ლაბორატორიულ ანგარიშს. მეთოდი ხელს უწყობს პრაქტიკული და აპარატურასთან სათანადო სიზუსტით მუშაობის უნარების გამომუშავებას. |
სწავლება სიმულაციურ გარემოში(TSE) |
სწავლება რეალობასთან დაახლოებულ გარემოში, სადაც გამოიყენება ანატომიური მულაჟები, გვამი, სიმულაციური მანეკენები, ფანტომები სიმულაციური პაციენტი (Body Interct). ამ შემთხვევაში სტუდენტები ეუფლებიან როგორც ცოდნას, ასევე კლინიკურ უნარებს და კლინიკურ აზროვნებას. ატარებენ მანიპულაციებს, ასევე ტარდება როლური თამაშები სადაც სტუდენტები ასახიერებენ პაციენტ-ექიმის როლებს. |
სწავლება კლინიკურ გარემოში (TCE) |
კლინიკური ვიზიტების სახით ტარდება პირველი ორი წლის მანძილზე, როცა სტუდენტი უბრალოდ ესწრება და აკვირდება პროცესს, ხოლო მესამე წლიდან იწყება კლინიკური როტაციის სახით კლინიკაში, როცა სტუდენტი ესწრება და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობს (დაშვებულის ფარგლებში) პროცესში; მეხუთე წელს კლინიკური პრაქტიკის სახით ინტენსიურად ჩართულია პროცესში ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ. კლინიკური როტაციებისა და კლინიკური პრაქტიკის შემთხვევაში ხშირად გამოიყენება სწავლება პაციენტის საწოლთან. |
ცოდნის და უნარების შესაფასებლად გამოიყენება ზეპირი და/ან წერილობითი გამოცდები. პროგრამაში გამოყენებულია როგორც განმავითარებელი, ასევე შემაჯამებელი შეფასება.
პრაქტიკული აქტივობის შეფასება |
პრაქტიკულ მეცადინეობაზე სიმულაციურ გარემოში სტუდენტი მუშაობს საფანტომო მოდელებზე, ასრულებს სილაბუსით განსაზღვრულ მანიპულაციებს და ფასდება მანიპულაციის ჩატარების სიზუსტის და ხარისხის მიხედვით. აღნიშნული მეთოდი აფასებს სტუდენტის პრაქტიკულ უნარებს. |
პროცედურული უნარების შეფასება პირდაპირი დაკვირვების ქვეშ(DOPS) |
სტუდენტი ასრულებს კონკრეტულ მანიპულაციას. ფასდება სტუდენტის მიერ კლინიკური მანიპულაციის ზუსტი თანმიმდევრობითა და ხარისხიანად შესრულების უნარი კლინიკურ გარემოში. |
მინი კლინიკური გამოცდა(Mini-CEX) |
სრულდება კლინიკურ გარემოში (სიმულაციურ ან სტანდარტულ პაციენტთან) სტუდენტის პაციენტთან ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოს დროს. ფასდება სტუდენტის მიერ ზედამხედველობის ქვეშ საწყისი ფაზიდან ბოლომდე პაციენტის მართვის უნარი (სამედიცინო ინტერვიუს აღების, სამედიცინო ისტორიის შევსების, ფიზიკური დათვალიერების, კონფიდენციალობის დაცვის, რისკების ადეკვატურად შეფასების, სამომავლო გამოკვლევების და მკურნალობის მიმართულებების დაგეგმვის და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარისა და პაციენტის სწორად გადამისამართების უნარები). |
ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა OSCE |
ტარდება სიმულაციურ გარემოში მანეკენებზე, ფანტომებსა, სიმულაციურ ან/და სტანდარტიზებულ პაციენტზე პრაქტიკული კლინიკური უნარებისა და კლინიკური აზროვნების შეფასების მიზნით. გამოცდა მოიცავს 8-10 სადგურის (ხდება სხვადასხვა კლინიკური საგნის ინტეგრირებულად შეფასება). |
ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდაOSPE |
ტარდება ბიოსამედიცინო საგნებში მიკროსკოპებთან და ლაბორატორიულ ტექნიკასთან მუშაობის უნარების შეფასების და მშრალი ციტოლოგიურ-ჰისტოლოგოიური ნორმალური და პათოლოგიური პრეპარატების სწორად ამოცნობის მიზნით |
სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით:
ყოველკვირეული აქტივობა | შუალედური ან ბლოკის გამოცდა | ფინალური გამოცდა |
---|---|---|
წერითი და ზეპირი ქვიზები, PBL, CBL პრეზენტაცია, ლაბორატორიული აქტივობა | ტესტები | განისაზღვრება ინდივიდუალურად კურსის/ბლოკის სილაბუსით. უმეტესად კომბინირებული წერა და ზეპირი, ან OSCE/OSPE |
0-40 ქულა | 0-20 ქულა | 0-40 ქულა |
სტუდენტს კრედიტი ენიჭება 100 ქულიდან არანაკლებ 51 ქულის მიღებისა და შესაბამისი საგნის/ბლოკის კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში
ქულა | შეფასება |
---|---|
91-100 (A) | ფრიადი |
81-90 (B) | ძალიან კარგი |
71-80 (C) | კარგი |
61-70 (D) | საშუალო |
51-60 (E) | დამაკმაყოფილებელი |
41-50 (FX) | ვერ ჩააბარა - სტუდენტს აქვს გამოცდის გადაბარების უფლება |
0-40 (F) | ჩაიჭრა - სტუდენტს კურსი/ბლოკი ახლიდან აქვს გასავლელი |
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ახალ შენობაში კარგად აღჭურვილი აუდიტორიებით, კომპიუტერული კლასებით, სასწავლო ლაბორატორიებით და ბიბლიოთეკით. თანამედროვედ აღჭურვილი ინფრასტრუქტურა და პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები უზრუნველყოფს კლინიკურ-პრაქტიკული და სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარებას.
კამპუსის სასწავლო ფართში განთავსებულია 8 სასწავლო და 1 კვლევითი ლაბორატორია, ასევე სიმულაციურ გარემოში სწავლებისათვის განკუთვნილი კლასები:
- მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის ლაბორატორია;
- ფარმაკოგენეტიკის ლაბორატორია და რეალური დროის PCR ლაბორატორია;
- ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და ფიზიოლოგიის ლაბორატორია;
- ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია;
- ანატომიისა და PBL/CBL კლასი;
- კლინიკური უნარებისა და OSCE-ის ცენტრი;
- ანატომიური კვეთის ლაბორატორია;
კამპუსში მდებარეობს ასევე მდიდარი ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზითა და იზოლირებული სივრცეებით მცირე ჯგუფური მუშაობისათვის